დანართი

ფორმას და ანგარიშგებას მომხმარებლის მენიუს, ინსტრუმენტული პანელისა
 და კონტექსტური მენიუს დამატება Access 2003-ში

კონტექსტური მენიუს მიბმა ფორმაზე, მართვის ელემენტზე
კონტექსტური მენიუს ფორმაზე მისაბმელად: 
  • ფორმის თვისებების განყოფილებაში Other თვისებაში Shortcut Menu Rar სიიდან მიუთითეთ თქვენს მიერ შექმნილი კონტექსტური მენიუს სახელი, მაგ., ფორმის თვისებაში მიუთითეთ კონტექსტური მენიუს სახელი ,,ცხრილები”. სტრიქონის Shortcut Menu-ის მნიშვნელობად შეარჩიეთ Yes (ეს უზრუნველყოფს კონტექსტური მენიუს ეკრანზე გამოჩენას)/სურ. დ.13/





სურ.დ.15
VBA-ს რედაქტორში, მოდულში ჩაწერეთ პროგრამა და გაუშვით. არსებული მენიუთა სტრიქონი გადაიმალება და ეკრანზე გამოვა მხოლოდ თვენს მიერ შემუშავებული მენიუთა სტრიქონი. 
Public Sub gadamalva()
  Application.CommandBars(4).Enabled = False ‘არსებული მენიუთა სტრიქონი
  Application.CommandBars(12).Enabled = True ‘’თქვენს მიერ დამატებული მენიუს სტრიქონი
End Sub
პროგრამაში მითითებულია ინსტრუმენტული პანელის (მენიუთა სტრიქონი იგივე ინსტრუმენტული პანელია) ნომერი. თქვენს კონკრეტულ ბაზაში არსებული მენიუთა სტრიქონი და თქვენს მიერ დამატებული მენიუს სტრიქონი სხვა ნომრით შეიძლება იყოს სისტემის მიერ ჩაწერილი. ინსტრუმენტული პანელის ნომრის მოსაძებნად დაწერეთ პროგრამა
Sub testi()
Dim bar As String
For i = 1 To Application.CommandBars.Count
bar = Application.CommandBars(i).name
 Debug.Print bar, i
Next
End Sub
Immediate-ში გამოჩნდება ინსტრუმენული პანელის სახელი და ნომერი/სურ. დ.16/

სურ.დ.13
ფორმის ნებისმიერ ადგილზე დააწკაპუნეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკზე. გამოვა თქვენს მიერ დაპროექტებული კონტექსტური მენიუ/სურ. დ.14/

სურ.დ.14
ინსტრუმენტული პანელის დაპროექტება
ინსტრუმენტული პანელის დაპროექტების ტექნოლოგია არ განსახვავდება მენიუთა სტრიქონის დაპროექტებისგან. მასზედ გადაიტანება თქვენს მიერ შექმნილი ობიექტების: ფორმების, ცხრილების, შეკითხვების, ანგარიშგებების, მაკროსების დასახელებები. პანელზე გადატანის შემდეგ მათ ღილაკის სახე ეძლევათ გადატანილი ობიექტის დასახელების წარწერით. 
ყურადღება: ინსტრუმენტული პანელის შექმნის შემდეგ, მისი თვისებების ფანჯარაში Toobar Properties, ველში Type მიუთითეთ   Toobar.

ინსტრუმენტული პანელის მიბმა ფორმაზე, ანგარიშგებაზე 
ინსტრუმენტული პანელის   ფორმაზე, ანგარიშგებაზე მისაბმელად თვისებაში Toolbar მიუთითეთ ინსტრუმენტული პანელის დასახელება. 

სისტემური მენიუთა სტრიქონის გადამალვა და თქვენს მიერ შექმნილი მენიუთა სტრიქონის გამოტანა ეკრანზე
მენიუთა სტრიქონის გადამალვის და მომხმარებლის მიერ შექმნილი მენიუთა სტრიქონის ეკრანზე გამოტანის საკითხის ერთ-ერთი მარტივი გადაწყვეტა შემდეგია:
  • გააღეთ მონაცემების ბაზა და ბრძანებით View>>Toolbar. კონტექსტურ მენიუში მოხსენით მონიშვნა ყველა ინსტრუმენტულ პანელზე, მათ შორის თქვენს მიერ შემუშავებულ პანელზე. ეკრანზე დარჩება სისტემის მიერ შემოთავაზებული მენიუთა სტრიქონი/სურ.დ.15 /

                                                სურ.დ.16                                                                                                         სურ.დ.17
სურ. ჩანს, რომ სისტემის მენიუთა სტრიქონის ნომერია 4, ხოლო ჩვენს მიერ შემუშავებული მენიუთა სტრიქონის დსახელება ჩაწერილია კითხვის ნიშნებით და სისტემის მიერ რეგისტრირებულია 12 ნომრით. Immediate-ში კითხვის ნიშნებით დაწერის მიზეზი მენიუთა სტრიქონის დასახელების Georgian – Sylfaen შრიფტში დაწერაა.
ეკრანზე მომხმარებლის მენიუთა სტრიქონის გარდა მონაცემთა ბაზის ფანჯარა დარჩება. მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაპროექტების რეჟიმში შევიდეს. ბაზის გაღებისთანავე ამ ფანჯრის გამოტანის აკრძალვა მარტივად შემდეგნაირად შეიძლება:
  • მიეცით ბრძანება Tools>>StartUp. გამოვა ფანჯარა/სურ.დ.17/
  • ფანჯარაში მოხსენით მონიშვნა ალამზე Display Database Window და დააჭირეთ ღილაკს OK.

 თქვენს მიერ შექმნილი მენიუთა სტრიქონის გადამალვა და სისტემური მენიუთა სტრიქონის  გამოტანა ეკრანზე ხორციელდება პროგრამით:
Sub gamocena()
Application.CommandBars(4).Enabled = True
Application.CommandBars(12).Enabled = False
End Sub
შემუშავებული პროექტში მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინება: მხოლოდ საკუთარი მენიუთა სტრიქონის გამოტანა, მონაცემების ბაზის ფანჯრის გადამალვა და შესაბამისად დაპროექტების რეჟიმში შესვლის აკრძალვა და პროგრამული კოდის დაწერის გარეშე შესაძლებელია დიალოგური ფანჯრის პარამეტრების გაწყობით/სურ.დ.17/. აღსანიშნავია, რომ   StartUp ფანჯარაში მიცემული პარამეტრებით გადამალული სისტემის მენიუთა სტრიქონის გამოტანა მაგალითში მოტანილი პროგრამით შეუძლებელია. 

გაგრძელება